ჰაპლოჯგუფი G

    ISOGG
    ეს ჯგუფი სავარაუდოდ წარმოიშვა დასავლეთ აზიაში, თუმცა ძველი დნმ-ის არქონის გამო ძნელია ამის დადასტურება. ეს ჯგუფი პირველი იყო რომელიც გამოეყო F ჯგუფს

    23Andme
    ჰაპლოჯგუფი G წარმოიშვა 16000 წლის წინ ან დასავლეთ აზიაში ან კავკასიაში. მიწათმოქმედების გავრცელების შემდეგ 10000 წლის წინ ის გავრცელდა ახლო აღმოსავლეთიდან ევროპაში. აგრეთვე გვხვდება აღმოსავლეთ აფრიკაში და ვრცელდება მალაის არქიპელაგამდე.
    კონცენტრაცია კავკასიაში: ამ ჯგუფის კავკასიაში წარმოშობის ვარიანტს ხელს უწყობს ის ფაქტი რომ ამ რეგიონში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ვხვდებით ამ ჯგუფს. ოსების 60 პროცენტს და ქართველების 30 პროცენტს სწორედ ეს ჯგუფი აქვთ. ასევე ვხვდებით ამ ჰაპლოჯგუფს ავღანეთში, ირანსა და პაკისტანში.
    G ჰაპლოჯგუფი ევროპაში: ევროპაში ამ ჯგუფის ყველაზე დიდ კონცენტრაციას ვხვდებით ჩრდილოეთ სარდინიაში, სადაც ის აღწევს 25 პროცენტს. ასევე ვხვდებით ჩრდილო აღმოსავლეთ იტალიაში სადაც აღწევს 12 პროცენტს. დაბალი სიხშირით ვხვდებით სამხრეთ საფრანგეთში, დასავლეთ ავსტრიის ტიროლის რეგიონში და შვედეთში. ამ უკანასკნელში G ის სიხშირე აღწევს 4 პროცენტს. აღმოსავლეთ შვედეთში უპსალას რეგიონში აღწევს 12 პროცენტს. არაბთა ექსპანსიამ ეს ჯგუფი შეიტანა ჩრდილო აფრიკაში დღეს ამროკოელთა მესამედი ამ ჯგუფის მატარებელია.
    ეს ჯგუფი ასევე გხვდება ებრაულ დიასპორებში. აშკენაზების დაახლოებით 10 პროცენტში. ისინი აღმოსავლეთ ევროპაში გადავიდნენ დაახლოებით 1000 წლის წინ. იბერიის სეფარდებში აღწევს 16 პროცენტს. სავარაუდოდ ფინიკიელების ექსპანსიამ შეუწყო ამ ჯგუფის შესვლამ ხელი დაახლოებით 3500 წლის წინ.
    ruk2
    dle