ჰაპლოჯგუფი J2

    FTDNA
    ჰაპლოჯგუფი J2 წარმოიშვა შუამდინარეთის(ნოყიერი ნახევარმთვარის) ჩრდილოეთ ნაწილში და შემდგომში აქედან გავრცელდა ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, ცენტრალურ აზიასა და სამხრეთით წავიდა ინდოეთისკენ. როგორც ხმელთაშუა ზღვის ხალხებში ასევე ეს ჯგუფი გვხვდება ებრაულ მოსახლეობაში.
    23andme
    ჰაპლოჯგუფი J წარმოიშვა ახლო აღმოსავლეთში 20000 წლის წინ , იმ დროს როდესაც ჩრდილო ნახევარსფერო დაუსახლებელი იყო გამყინვარების კლიმატის გამო. ეს ჯგუფი ამ რეგიონში ისევ გვხვდება თუმცა მისი შტოები მრავალჯერ გავრცელდნენ ევრაზიასა და ჩრდილო აფრიკაში. ძველი საბერძნეთის გაფართოებამ 8-4 საუკუნეში , ებრაულმა დიასპორამ და ისლამის გავრცელებამ არაბეთიდან ჩრდილო აფრიკამდე და ესპანეთამდე 7-8 საუკუნეებში ხელი შეუწყო J2 ს გავრცელებას ხმელთაშუა ზღვის რეგიონში და იქიდან მთელს ევროპასა და მუსლიმანურ სამყაროში.
    ებრაულმა დიასპორამ მრავალი J2 ის შტო შეიტანა ახლო აღმოსავლეითდან ევროპაში. ეს ჯგუფი აქვთ აშკენაზი ებრაელების 20 პროცენტს
    J2 და მიწათმოქმედების გავრცელება: ეს ჯგუფი დაკავშირებულია მიწათმოქმედების გავრცელებასთან სამხრეთ ევროპაში. 18000 წლის წინ წარმოიშვა ან ახლო აღმოსავლეთში ან ანატოლიაში. შემდგომ გადაცურეს ხმელთაშუა ზღვა და მიიტანეს ეს ჯგუფი და ასევე გამოცდილება კრეტაზე იტალასა და კვიპროსზე. ზოგი ეგრე შორს არ წავიდა და ბალკანეთზე დასახლდა საბერძნეთსა და ალბანეთში. დღეს ჰაპლოჯგუფი J2a გხვდება სამხრეთ ევროპის, ანატოლიისა, და კავკასიის ხალხებში. J2- ის სპეციფიკური შტო შეიძლება ვნახოთ ფინიკიელების შთამომავლებში. ზღვაოსან ერში რომლებმაც დაარსეს სავაჭრო კოლონიები ტუნისზე სიცილიასა და ლევანტში 3500 წლის წინ. National Geographic -ის სურათი

    ჰაპლოჯგუფი J2 dle